მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, აქტიურად მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და მინი სტადიონის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში მოხდა ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყო მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში განხორციელდა 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება.
აღსანიშნავია რომ, სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა. აღნიშნული პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.
ასევე, სოფელ წერეთელში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 73 370 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სოფელ წერეთელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
11 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4831
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
413
აპრ 22 ოთხ 2020
15586
აპრ 22 შბ 2017
28803
იან 09 ორშ 2017
28364
აგვ 30 სამ 2016
30374
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25721