მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

ალგეთის საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულდა
11 სექ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალგეთში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ახლად აშენებული ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე  სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია ორივე სართულის მშენებლობა   და რემონტი. პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, სამზარეულო, შენობა  აღიჭურვა  ცენტრალური და ელექტრო გაყვანილობის სისტემით, სველი წერიტილებით. შენობაში ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.
აღსანიშნავია,  რომ შენობა და მიმდებარე ტერიტორია,  ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მოეწყო პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.
რაც შეეხება  საბავშო ბაღის გარე პერიმეტრს, მოგახსენებთ, რომ შემოიღობა  ტერიტორია, მოეწყო გაზონი და მისასვლელი ბილიკები კერამიკული ფილებით, ეზოში დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის  მოეწყო კაუჩუკის საფარი, ასევე ბაღის ეზოში დაიდგა  სკამები და  დამონტაჟდა გარე განათებები.
ალგეთის საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პროექტი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.  პროექტის ღირებულება 631 000 ლარია.  რგპ ფონდიდან გამოიყო 599 450 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიჯეტიდან კი 31 550 ლარი.
მშენებლობაზე დასაქმდა  20 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის   ხელმისწავდომი გახდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5748
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4889
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930