დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთლიარში მარნეულის მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ მუღანლოში რეაბილიტირდა სარწყავი სისტემა, რომლის ღირებულება 43 644 ლარს შეადგენდა. ასევე, რეაბილიტირდა სარწყავი არხი სოფელ ლეჟბადინში, ხოლო სოფელ დოლის ყანაში შეძენილი იქნა სარწყავი მილი. (პროექტის ღირებულებები 7 315 და 3 100 ლარს შეადგენდა.) სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდა და წყლის ტუმბო დამონტაჟდა სოფელ ბაიდარში. (პროექტის ღირებულება 25 660 ლარს შეადგენდა.) გარე განათების სისტემა დამონტაჟდა სოფელ ქუთლიარში და სოფელ ლეჟბადინში, რომელთა ღირებულებები 34 629 და 16 000 ლარს შეადგენდა. სოფელ ხუტორლეჟბადინში რეაბილიტირდა სასაფლაოს ღობე, რომლის ღირებულება 4 679 ლარს შეადგენს. რაც შეეხება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს, სოფელ ქუთლიარში ორ ეტაპად განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, რომელთა ღირებულებები 358 997 და 409 848 ლარს შეადგენდა. ხოლო, სოფელ ლეჟბადინში რეაბილიტირდა მდინარე ალგეთზე არსებული ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი. პროექტის ღირებულება 107 000 ლარს შეადგენდა.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ქუთლიარში 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები
02 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5350
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
431
აპრ 22 ოთხ 2020
15606
აპრ 22 შბ 2017
28830
იან 09 ორშ 2017
28383
აგვ 30 სამ 2016
30393
აგვ 27 შბ 2016
29678
სექ 02 პარ 2016
28095
აგვ 26 პარ 2016
27595
აგვ 30 სამ 2016
25736