სიახლეები
„სიდას“ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
19 ნოემ 2014
შეხვედრაზე ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.„სიდას“ მიერ მსგავსი შეხვედრები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება პროექტის "თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა შორის დისკუსიაც გაიმართა, სადაც ახალი კანონპროექტის ფორმირების საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
{AG}2014.11.19-cida{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2612
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
73
აპრ 03 ოთხ 2024
815
აპრ 22 ოთხ 2020
15946
აპრ 22 შბ 2017
29193
იან 09 ორშ 2017
28758
აგვ 30 სამ 2016
30736
აგვ 27 შბ 2016
30013
სექ 02 პარ 2016
28459
აგვ 26 პარ 2016
27935