მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა მარნეულში
03 ივლ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით, მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში საფუძველი ჩაეყარა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 

ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო, როგორც  ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი.

ტერიტორიის საზეიმო კურთხევას დაესწრნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი; ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და ალექსანდრე დალაქიშვილი; მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მრევლი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 539
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
503
 
     
    სიახლეები
    2023 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930