მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ფოკუს ჯგუფების შეხვედრები გაიმართება
09 აგვ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში  და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს  მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ორი ფოკუს ჯგუფი. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი.

ამ მიზნით, 15 აგვისტოს გიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღოთ ფოკუს ჯგუფში და გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი პროცესების შესახებ.

ფოკუს ჯგუფი გაიმართება ონლაინ შეხვედრის ფორმატში.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე 13 აგვისტოს ჩათვლით: https://docs.google.com

თითოეული ფოკუს ჯგუფის შემადგენლობა : 8- 12 ადამიანი.

მონაწილეები შეირჩევიან სექტორული ბალანსის კრიტერიუმის დაცვით. შერჩეულ მონაწილეებს ფოკუს ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას  რეგისტრაციის შემდგომ მოგაწვდით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 368
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
503
 
     
    სიახლეები
    2023 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930