მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„სიდას“ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
19 ნოემ 2014
 
შეხვედრაზე ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი განიხილეს,  რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.„სიდას“  მიერ მსგავსი შეხვედრები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება პროექტის "თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.პროექტის პრეზენტაციის შემდეგ  დამსწრეთა შორის დისკუსიაც გაიმართა, სადაც ახალი კანონპროექტის  ფორმირების საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. {AG}2014.11.19-cida{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2601
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2061
სექ 19 სამ 2023
2319
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031