მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ
24 ოქტ 2014
 
  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის მიერ ინიცირებული აქცია, რომლის  სლოგანი იყო  არა ძალადობას! არა ფემიციდს!- მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის შესახებ და  მათი ყურადღების მიპყრობას  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი როგორიცაა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა, აგრეთვე მსჯელობას მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე.  ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც ეხებოდა  ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სპეციალური განყოფილების შექმნას და ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას. პეტიციის ადრესატი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პრემიერ მინისტრი.  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: „რათქმაუნდა  ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, ამიტომ ჩვენ ვგმობთ მას!  პრობლემა გლობალურია  და ამას მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.  სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს რაიონშიც საჭირო  გახდა საუბარი ქალის უფლებების დაცვაზე, მაშინ,  როცა  დედის და  ზოგადად ქალის პატივისცემა ქართველებისა და აზერბაიჯანელებს ერის კულტურაში გვაქვს ჩადებული. ძალადობის ფაქტების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩვენც ადგილობრივ დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ პრობლემის წინააღმდეგ მუშაობა კომპლექსურად მოხდეს.“ {AG}2014.10.24-aqcia.dzaladobis.winaagmrdeg{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2686
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2271
სექ 19 სამ 2023
2480
ივლ 05 ოთხ 2023
2613
 
     
    სიახლეები
    მაი 02 ხუთ 2024
    51
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031