სიახლეები
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მივიდნენ
24 ოქტ 2014
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის მიერ ინიცირებული აქცია, რომლის სლოგანი იყო არა ძალადობას! არა ფემიციდს!- მიზნად ისახავდა საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლებას ძალადობის შესახებ და მათი ყურადღების მიპყრობას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი როგორიცაა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა, აგრეთვე მსჯელობას მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სპეციალური განყოფილების შექმნას და ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას. პეტიციის ადრესატი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პრემიერ მინისტრი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: „რათქმაუნდა ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, ამიტომ ჩვენ ვგმობთ მას! პრობლემა გლობალურია და ამას მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს რაიონშიც საჭირო გახდა საუბარი ქალის უფლებების დაცვაზე, მაშინ, როცა დედის და ზოგადად ქალის პატივისცემა ქართველებისა და აზერბაიჯანელებს ერის კულტურაში გვაქვს ჩადებული. ძალადობის ფაქტების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ჩვენც ადგილობრივ დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ პრობლემის წინააღმდეგ მუშაობა კომპლექსურად მოხდეს.“
{AG}2014.10.24-aqcia.dzaladobis.winaagmrdeg{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2685
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
47
აპრ 03 ოთხ 2024
796
აპრ 22 ოთხ 2020
15925
აპრ 22 შბ 2017
29175
იან 09 ორშ 2017
28742
აგვ 30 სამ 2016
30716
აგვ 27 შბ 2016
29994
სექ 02 პარ 2016
28438
აგვ 26 პარ 2016
27919