მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსება გაორმაგდა
22 იან 2019
 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსება გაიზარდა და მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაორმაგდა, რომელიც 616 000 ლარის ნაცვლად, ახლა 1 232 000 ლარს შეადგენს.

მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა გრძელდება.

შეხვედრები ალგეთის, კასუმლოს, წერეთლის, დამი-გეურარხისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა სადაც მოსახლეობამ თავის სოფელში შემდეგი პროექტების განხორციელებას დაუჭირა მხარი:

სოფელი აზიზქენდი - გარე განათების მოწყობა/გზების მოხრეშვა; სოფელი გაჯისაკენდი - გარე განათების მოწყობა/სოფლის ხიდის რეაბილიტაცია; სოფელი ნორგიული - საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობა, სკოლის ეზოს შემოღობვა/ სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა; სოფელი დიდი ბეგლიარი - შიდა გზების მოხრეშვა/სასაფლაოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიყვანა; სოფელი პატარა ბეგლიარი - ინვენტარის შესანახი სათავსოს მშენებლობა/შიდა გზების მოხრეშვა; სოფელი კაჩაგანი - გარე განათება/ გზების მოხრეშვა; სოფელი თაქალო - გარე განათება/ გზების მოხრეშვა; სოფელი ხანჯიგაზლო - გარე განათება/ გზების მოხრეშვა; სოფელი კირაჩ-მუღანლო - გარე განათება; სოფელი საბირქენდი - სასაფლაოს შემოღობვა/გარე განათება; სოფელი ალგეთი - გარე განათება/ გზების მოხრეშვა; სოფელი თაზაკენდი - სასაფლაოზე ინვენტარის შესანახი ოთახის მოწყობა და გარე განათება/არხების გაწმენდა; სოფელი ახლოლალო - გარე განათება/სოფელში მდებარე წყაროს სახურავის რეაბილიტაცია; სოფელი დამია-გეურარხი - წყაროების რეაბილიტაცია მილების შეცვლა/შიდა გზების მოხრეშვა/გარე განათება; სოფელი კიროვკა - წყაროების რეაბილი
აცია მილების შეცვლა; სოფელი დამია - გარე განათება/საბავშვო ბაღის შემოღობვა; სოფელი კასუმლო - სოფლის კულტურის სახლში სპორტული კომპლექსის მოწყობა; სოფელი აღმამედლო - შიდა გზების მოხრეშვა; სოფელი კუშჩუ - წყაროს წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის მილების შეცვლა.

კრებებზე წარმოდგენილი მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო, სოფელ ყიზილაჯლოში, წერეთელსა და საიმერლოში კრებების გამართვა მომდევნო დღეებში გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4737
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
თებ 07 ხუთ 2019
4056
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031