„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით აღდგა. პროგრამა გულისხმობს, მოქალაქეების უშუალო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც დასაფინანსებელი პროექტები არის განსაზღვრული.
---