მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები

 

21 იანვრიდან მარნეულის სოფლებში „სოფლის კრებები“ გაიმართება
18 იან 2019
 

21 იანვრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სოფლის კრებები ჩატარდება, სადაც მოსახლეობა ადგილზე განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 616 000  ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

სოფელმა უკეთ იცის თუ რა მოთხოვნა და საჭიროებებია ადგილზე, სწორედ ამიტომ,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 3700 სოფელში მცხოვრებ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, სოფლის კრებებზე, თავად ექნება საშუალება განსაზღვრონ, თუ რა ტიპის პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფელში. დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა,  სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.

გადაწყვეტილებები თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი, ყველა კრებაზე პირველ მარტამდე  უნდა იქნეს მიღებული. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. კრებებს აღმასრულებელი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებიც დაესწრებიან.

საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №08 05.01.2019

საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №21 11.01.2019 (№8 ბრძანებაში ცვლილების შესახებ)


 
 
მნახველთა რაოდენობა: 2546
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
თებ 07 ხუთ 2019
2320
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930