მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი

 

რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი?
სამოქალაქო ბიუჯეტი, არის მუდმივი პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა, იგი შესაძლებელს ხდის საზოგადოების ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში და მის განხორციელებაში. ვინაიდან პროცესის მიმდინარეობისას მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა, მათი აზრის გათვალისწინება  და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას. სამოქალაქო ბიუჯეტი ეს არის გზა მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის, ეს არის თანამშრომლობა , თუ როგორ უდა განაწილდეს ხარჯები.
პროცესის მომგებიანი მხარეებია:
1. მოსახლეობის მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
2. თვითმმართველობის მიერ  დახარჯული თანხის გამჭვირვალობა და ეფექტური მართვა;
3. თანხების  დახარჯვა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც მოქალაქეებს ყველაზე მეტად სჭირდებათ;

რას ითვალისწინებს პროექტი?
პროექტი  ითვალისწინებს მოსახლეობასთან კონსულტაციებს, მათი აზრისა და საჭიროებების გაგებას და შემგომ რეაგირების მოხდენას.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყოფს კონკრეტული რაოდენობის თანხას, რომელიც მოხმარდება შემოსული პროექტების რეალიზებას.
სამოქალაქო ბიუჯეტი ნათელი მაგალითი იმისა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პორობაა. სწორედ ამიტომ, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა  მიზნად ისახავს სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებში მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას, რომლის  საშუალებასაც  იძლევა პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი , რომელმაც  2015 წელს განახორციელა და დანერგა პირველი „სამოქალაქო ბიუჯეტის“  საპილოტე პროგრამა, რომელიც აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.
2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტი  კვლავ  აგრძელებს  პროექტს „სამოქალაქო ბიუჯეტი“  
წელს პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, გამგებლის ინიციატივით შეიქმნა „სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდამჭერი საბჭო“,  ჩამოყალიბდა წესები და შემუშავდა საპროექტო განაცხადის ფორმა.
„სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდმაჭერი საბჭო“–ს მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას მიღებული იქნას სამოქალაქო ინიციატივები, არსებული საჭიროებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას საზოგადოებრივი ინტრესები და მიეცეს მოქალაქეებს შესაძლებლობა თავად შეიმუშაონ და წარმოადგინონ კონკრეტულ დასახლებაში არსებული პრიორიტეტი.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები, მოწვეული სპეციალისტი/ები,  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები.
საბჭოს თავჯდომარეა გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე.
თავჯდომარე უფლებამოსილია საბჭოს შემადგენლობაში გენდერული თანასწორობის დაცვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი ცოდნის/გამოცდილების მქონე სპეციალისტები/ექსპერტები, ხოლო ადგილობრივი საჭიროებების გაცნობის მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი.
საბჭოს სხდომაზე  დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში.


„სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდმაჭერი საბჭო“  შემოსულ საპროექტო განაცხადებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი);
• ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება);
• ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულების შეფასება);
• პროექტის განხორციელების ვადები;
• ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს;

პროექტების, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების განხილვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ავტორთან შეთანხმებით ხდება პროექტის შესწორება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს მოსახლეობა „ღია კენჭისყრის“ საფუძველზე.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფრომირების წესებია:
თავდაპირველად  მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო  ექვს ზონად, რათა პროექტში  ჩართვის შესაძლებლობა ყველასათვის შესაძლებელი იყოს.

I – ზონა
1. ქ.მარნეული;
2. ყიზილ–აჯლო;

II – ზონა 
1. ყულარი (ზემო ყულარი, კირიხლო, ქვემო ყულარი, ყულარი, წითელი სოფელი, მარადისი, ბუდიონოვკა, დაშტაფა)
2. წერეთელი (წერეთელი, საიმერლო, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ნორგიული)
3. თამარისი  (თამარისი, ახალი დიოკნისი, ალავარი,)

III – ზონა 
1. ალგეთი (ალგეთი, საბირქენდი, თაზაქენდი, აზიზკენდი, გაჯისაკენდი)
2. ქუთლიარი (მუღანლო, ქუთლიარი, ბაიდარი, ლეჟბადინი, ხუტორ ლეჟბადინი, დოლის ყანა)
3. კაპანახჩი (ამბაროვკა, ქეშალო, ილმაზლო, პირველი ქესალო, მეორე ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი ღვინის ქარხანა)

IV – ზონა
1. შულავერი (არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეითიგაჯლო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, მარეთი, შულავერი, იმირი)
2. კასუმლო( კასუმლო, აღმამედლო, ულაშლო, ბეითარაფჩი, კუშჩუ, ბაითალო)
3. კაჩაგანი ( კაჩაგანი, თაქალო, ხანჯიგაზლო,  კირაჩმუღანლო)

V – ზონა 
1. წერაქვი ( წერაქვი, სიონი, ჯნახოში)
2. შაუმიანი ( შაუმიანი, ხიხანი, ახკულა, ყუდრო)
3. დამია–გეურარხი ( დამია–გეურახი, ახლო–ლალო, კიროვკა, დამია)

VI - ზონა 
1. სადახლო ( სადახლო, სადგ.სადახლო, ხულდარა, მოლა–ოღლი, ბურმა)
2. ხოჯორნი (ხოჯორნი, გიულბაღი, ბრდაზორი, ცოფი)
3. ოფრეთი ( ოფრეთი, ხოხმელი)
4. ახკერპი (ახკერპი,  ჩანახჩი,  ულიანოვკა)
• 2017 წლისათვის „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს პროექტის ღირებულება განისაზღვრება 1500000.00 (ერთი მილიონ ხუთასიათასი) ლარის ოდენობით, თითოელ ზონისათვის ჯამში 250000.00 (ორასორმოცდა ათი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული 250000.00 ლარიდან 200000.00–ით დაფინანსდება ერთ დიდი პროექტი თითო ზონაზე, ხოლო დარჩენილი 50000.00 ლარით განხორციელდება  5  პატარა პროექტი. ბიუჯეტის საბოლოო განსაზღვრის ეტაპზე, წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია ინიციატივის ავტორთან შეთანხმებით განხორციელდეს თანხის რაოდენობის ცვლილება, ამ პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში.
• მოქალაქეთა კოორდინაციისა და ინფრომირებულობისათვის, თითო ზონისათვის გამოიყოფა ერთი კოორდინატორი, რომელიც მუნიციპალიტეტთან ურთიერთკოორდინაციით განახორციელებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ საქმიანობას.კოორდინატორი აკომპლექტებს „წარმომადგენლობით საბჭო“–ს, რომელიც უნდა შეიქმნას თითოეულ ზონაში შემავალი სოფლებიდან, ამავე სოფლის მცხოვრებთა მიერ შერჩეული 1 აქტიური მოქალაქისაგან. „წარმომადგენლობით საბჭო“ იქნება მუდმივმოქმედი ჯგუფი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. რომლის ფუნქციას წარმოადგენს დაეხმაროს ლოკალურ კოორდინატორს და არასამთავრობო ორგანიზაციას, მოსახლეობის ინფორმირებაში, რეკომენდაციების გაწევას, პროექტის განაცხადის შევსებასა და პროექტის საბოლოო შერჩევა/ანალიზში, როდესაც საბჭოს წევრი კენჭისყრისას სარგებლობს ერთი ხმის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კენჭი ეყრება მისი სოფლიდან (დასახლებიდან) წარმოდგენილ პროექტს, რა დროსაც მას ხმის მიცემის უფლება შეზღუდული აქვს.
• „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქმედუნარიან 16 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს შესაბამისი მეურვის თანხმობით, ხოლო 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე მსგავს თანხმობას არ საჭიროებს. 
• მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი პროექტები, რომელიც შედის მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის კომპეტენციაში, არ აღემატება  კონკრეტული  ზონისათვის გამოყოფილ თანხას და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, რომელიც უნდა გამოიგზავნოს მუნიციპალიტეტის ელ–ფოსტის მისამართზე ( municipaliteti@marneuli.gov.ge). სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება ლოკალურ კოორდინატორებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.marneuli.gov.ge
• პროექტების წარმოდგენის პერიოდია: 1–30 ივლისის ჩათვლით.
• პროექტის წარმოების წესი:

I ეტაპი: 
პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, პროექტის კოორდინატორი, ატარებს საინფორმაციო შეხვედრას ზონების მიხედვით, თითო ზონაში არანაკლებ ერთი და აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას პროექტის განხორციელების მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

II ეტაპი:
კოორდინატორი სააპლიკაციო ფორმის შესაბამის ველში წერს ზონალურ კოდს და რიგით ნომერს (მაგ: I / №16 ), აპლიკანტს ხელს აწერინებს მიღებული აპლიკაციების რეესტრში და გადასცემს რეგისტრირებული აპლიკაციის ასლს ან ბარათს, რომელზეც მითითებულია ჩაბარებული აპლიკაციის სარეგისტრაციო ნომერი. მოქალაქე კოორდინატორის მიერ ვიზირებულ, შევსებულ სააპლიკაციო ფორმის დასკანერებულ ვერსიას საკუთარი ან კოორდინატორის ელ–ფოსტიდან აგზავნის მუნიციპალიტეტის ელ–ფოსტის მისამართზე „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ფარგლებში გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით, შემდეგი სათაურით „სამოქალაქო ბიუჯეტი 2017“ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში. გამოგზავნილი განცხადების მიღების თაობაზე დადასტურება გამომგზავნს ეგზავნება არაუგვაინეს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

III ეტაპი: 
სააპლიკაციო ფორმის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი განცხადების სისწორეს, ანიჭებს შესაბამი ველში მითითებით კატეგორიას (მაგ: ინფრასტრუქტურული პროექტი ან ახალგაზრდული პროექტი ან საგანმანათლებლო, ან კულტურულ-სოციალური) და წარუდგენს გამგებელს რეკომენდაციას ინიციატივის საბჭოზე განხილვასთან დაკავშირებით, ამასთანავე უგზავნის პასუხს დაინტერესებულ სუბიექტს განცხადების მიღებაზე თანხმობის თაობაზე. გამგებლისათვის წარდგენილი საკითხი რეგისტრირდება საბჭოს დღის წესრიგში, რომელსაც განიხილავს საბჭო უახლოეს სხდომაზე. 
 წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს ზემოთხსენებული საბჭო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

• სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი);
• ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება);
• ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულების შეფასება);
• პროექტის განხორციელების ვადები;
• ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს;
 წარმოდგენილი პროექტების განხილვა დასრულდება და პირველადი შედეგები ოფიციალურ საიტზე განთავსდება 20 აგვისტომდე.

IV ეტაპი:
პირველადი შედეგების შემდეგ საბჭოს მოწვევის საფუძველზე „წარმომადგენლობითი საბჭო“ ირჩევს შესაბამის პრიორიტეტულ პროექტს, რომელიც ღია კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით განსაზღვრავს შესაბამის პროექტს, ამ ეტაპზე საბჭოს წევრი კენჭისყრისას სარგებლობს ერთი ხმის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კენჭი ეყრება მისი სოფლიდან (დასახლებიდან) წარმოდგენილ პროექტს, რა დროსაც მას ხმის მიცემის უფლება შეზღუდული აქვს. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 სექტემბრამდე პერიოდში. 
• აღსანიშნავია, რომ საპროექტო განაცხადის კორექტირება შესაძლებელია პროექტის ასევე ელექტრონული განაცხადის წარმოდგენის ფორმით, მიმდინარე წლის 30 ივლისამდე პერიოდში.
• პროექტის მსველელობა და მიმდინარეობა მუდმივად გაშუქდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე: www.Marneuli.gov.ge და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო დაფაზე, ასევე ინფორმაცია გადაეცემათ კოორდინატორებს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება პროექტის მსველეობის და შედეგების თაობაზე.

პროექტი ხორციელდება  პოლონეთის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ  ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.  პარტნიორები არიან: 
• პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
• ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
• საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
• მარნეულის მუნიციპალიტეტ გამგეობა;

იხილეთ  (pdf) დოკუმენტი  „სამოქალაქო ბიუჯეტის“    ფორმირების წესების შესახებ

განაცხადის ფორმა - GE

განაცხადის ფორმა - RU

 


მიმდინარე სიახლეები

შემოსული პროექტები

პუბლიკაციები

გამარჯვებული პროექტები


 

 

 

 
 
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031