მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ერთიანი კავკასია - ONE CAUCASUS - სიახლე

 

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” დასრულდა
28 აგვ 2017
 

27 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (ONE CAUCASUS) გალა-კონცერტით დასრულდა და მსმენელს ერთი წლით დაემშვიდობა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური კოლექტივები და მოწვეული მომღერლები საქართველოდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და სენეგალიდან. ფესტივალზე დამსწრეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ფესტივალის საუკეთესო ნომრები, მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მიერ ერთობლივი მუსიკალური კომპოზიციები. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები. მოგეხსენებათ, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, მარნეულის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან იმართება და ყოველწლიურად დამსწრე აუდიტორიას მრავალფეროვან პროგრმას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წინა მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები, პროგრამები და ააშენეს ქალაქი სახელწოდებით „ჩვენი ოცნებების, არცთუ ისე სრულყოფილი ქალაქი". ფესტივალის ფარგლებში გამოყოფილი იყო ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, სამუშაო შეხვედრები/ვორკშოფები სხვადასხვა თემაზე და კინომოყვარულებისთვის კინოთეატრის ზონა. ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ უკვე მეოთხე წელია ტარდება სამი მეზობელი კულტურის კვეთაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას. წელს ფესტივალმა 12 ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ტუნისიდან, სენეგალიდან და აშშ–დან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4374
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031