მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ერთიანი კავკასია - ONE CAUCASUS - სიახლე

 

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” გაიხსნა
24 აგვ 2017
 

დღეს, 24 აგვისტოს, მარნეულში,   ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას ეწრებოდნენ,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“  თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
მოგეხსენებათ, რომ  ფესტივალი „ერთიანი კავკასია“,  მარნეულის მუნიციპალიტეტში  2014 წლიდან იმართება და ყოველწლიურად დამსწრე აუდიტორიას მრავალფეროვან პროგრმას სთავაზობს.
ფესტივალის ფარგლებში აქტივობები დღეს 15:00 საათიდან დაიწყო.
ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები  და ქალაქი სახელწოდებით „ჩვენი ოცნებების, არცთუ ისე სრულყოფილი ქალაქი".
გამოყოფილი იყო ბავშვთა ზონა, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა,  სამუშაო შეხვედრები/ვორკშოფები  სხვადასხვა თემაზე და კინომოყვარულებისთვის კინოთეატრის ზონა.
ღონისძიების მეორე ნაწილი  კი მუსიკალურ  ღონისძიებებს დაეთმო.  დიდ და მცირე სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორ ქართველი ისე უცხოელი  შემსრულებელები. კერძოდ,  Yogaddin (აზერბაიჯანი), Infest (საქართველო), Jrimurmurner (სომხეთი), პოლონური ხალხური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი პოლონეთიდან  Psio crew და ყველსათვის საყვარელი ქართული ფოლკლორული გუნდი  Gordela. აღსანიშნვია, რომ  დღეს ფესტივალზე შედგა მუსიკალური პროექტის პრემიერა  გორდელასა და  Psio crew ერთობლივი შესრულებით.
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ უკვე მეოთხე წელია ტარდება სამი მეზობელი კულტურის კვეთაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის  მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.
წელს ფესტივალი   12 ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ტუნისიდან, სენეგალიდან და  აშშ–დან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4541
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930