საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 16 თებერვლიდან დაიწყება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერენ მხარს, საკუთარ სოფელში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
ბრძანება - ბ32.32210462 - 15/02/2021 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
ბრძანება - ბ32.322104312 - 12/02/2021 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახელების საერთო კრებების და ამომრჩეველთა კონსულტაციების ინიცირების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 654 - 28 დეკემბერი 2018
2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით