საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 1 თებერვლიდან დაიწყება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრებში
საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით - გრაფიკი
თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე municipaliteti@marneuli.gov.ge შევსებული ფორმის სახით.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 232 000 ლარი.
***
ბრძანება - ბ32.32230162 - 16.01.2023 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახელების საერთო კრებების/რეგისტირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ
ბრძანება - ბ32.32230169 - 16.01.2023 - მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე