საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ბაზრის კვლევას

20 აგვ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N 106 -ში მდებარე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციას, რაც მოითხოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისთვის დროებითი სივრცის მოძიებასა და შერჩევას (ადმინისტრაციული, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და სარეპეტიციო საქმიანობის უწყვეტად განხორციელებისთვის ფუნქციურად შესაბამისი დროებითი ფართი). არსებული ფართის მოძიების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ატარებს ბაზრის კვლევას, რაზეც დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება არაუგვიანეს 2026 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით ( 09: 00 საათიდან - 18: 00 საათამდე) წარმოადგინონ წინადადებები.

ობიექტის ძირითადი მოთხოვნები

·         შემოთავაზებული ობიექტის საერთო გამოსაყენებელი ფართი სასურველია შეადგენდეს არანაკლებ 650 მ²-ს. დასაშვებია ზომიერი გადახრა, თუ ობიექტი სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნილი ფუნქციების უსაფრთხო და შეუფერხებელ განხორციელებას.
·         ობიექტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ვარგისი და კულტურის ცენტრის საქმიანობისთვის ადაპტირებადი.
·         სასურველია ძირითადი ფართი იყოს თავისუფალი მუდმივი ტიხრებისგან ან იძლეოდეს შიდა დაგეგმარების ცვლილების შესაძლებლობას.
·         საჭიროების შემთხვევაში შიდა ტიხრების მოწყობას, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ელექტრო, განათების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სხვა აუცილებელ საინჟინრო სამუშაოებს უზრუნველყოფს მესაკუთრე საკუთარი ხარჯით, კულტურის ცენტრთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.
·         ტიხრების მოწყობის შედეგად მიღებული სივრცეების ზომა, ფორმა, განათება, ვენტილაცია, აკუსტიკა და საინჟინრო უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს მათ ფუნქციურ დანიშნულებას.
·         წინასწარ შეთანხმებული ტიხრებისა და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების გამო კულტურის ცენტრს დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს.
·         მესაკუთრემ უნდა წარმოადგინოს ობიექტის არსებული გეგმა; საბოლოო შიდა დაგეგმარება განისაზღვრება კულტურის ცენტრის ფუნქციური საჭიროებების მიხედვით.


დანართი


სხვა სიახლეები