საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 10 თებერვლიდან დაიწყება.

31 იან, 2025

მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა 10 თებერვლიდან დაიწყება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.(პროექტების ჩამონათვალი)

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოგიწოდებთ, მიიღოთ  მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრებში
(საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით - გრაფიკი)

თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე municipaliteti@marneuli.gov.ge შევსებული (ფორმის) სახით.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 232 000 ლარი.


სხვა სიახლეები