საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მერი ავერსის კლინიკაში პრეზენტაციას დაესწრო

19 დეკ, 2025

მუნიციპალიტეტის მერია დიდ ყურადღებას უთმობს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა მუნიციპალიტეტში მდებარე ავერსის კლინიკაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 დღეიდან, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ახალი, თანამედროვე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით სარგებლობას შეძლებენ.

 მარნეულის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ, მარნეულში მცხოვრებლების სათანადო ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფაა. დაურ ისმაილოვმა კერძო სექტორის მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა ახალ და საჭირო ინიციატივას მხარდაჭერა აღუთქვა.

 ახალი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის პრეზენტაცია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გამართა. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები