საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


კიდევაც დაიზრდებიან

მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი „კიდევაც დაიზრდებიან“ შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სადიდებლად. ძეგლი მდებარეობს ქალაქ მარნეულის შესასვლელში, დიდ ვრცელ ტერიტორიაზე. სამფიგურიანი კომპოზიცია სამკუთხედოვან პრინციპს ექვემდებარება, რაც რენესანსის მხატვრობისთვის იყო დამახასიათებელი. მონუმენტი გაიხსნა 1972 წელს და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აღნიშნული მემორიალი იდეურად ეპასუხება ამ სტილის მოთხოვნებს, ომის თემატიკისადმი ინტერესს, გმირი დედის კულტის გადმოცემას და სხვა მრავალი, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოქანდაკემ მხატვრული ფორმა ინდივიდუალური, მისთვის დამახასიათებელი ხერხებით შექმნა. ძეგლის კვარცხლბეკი საფეხურისებურად მიემართება კომპოზიციისკენ, ხოლო მას გარშემო შემოუყვება წარწერა ხალხური ლექსის სტრიქონით „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“