13 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, პირველ მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად სოფელ ქვემო სარალში იმყოფებოდა, სადაც სასმელი წყლის პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ სოფელში, მერიის ხელმძღვანელი პირები, წყლის ახალი სისტემის პროექტის დატესტვის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დატესტვის რეჟიმში აღმოჩენილი მცირედი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი პირადად გაეცნო სოფელში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც, მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური „შ.პ.ს სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქვემო სარალში და მერიის თანამშრომლები.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მარნეულის მერი სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობას შეხვდა
13 აპრ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4782
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
425
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30382
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28086
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728