მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა
25 იან 2019
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში აქტიურად მიმდინარეობს მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისის თვეში, ხოლო განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული ,,საქართველოს მელიორაცია“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებულ სოფელში მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4742
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4389
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031