მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

სოფელ წერეთელში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
11 დეკ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, აქტიურად მიმდინარეობს 9 აპრილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და  მინი სტადიონის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყო  მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა. პირველ ზონაში განხორციელდა 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება.

აღსანიშნავია რომ, სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა.  აღნიშნული პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.

ასევე, სოფელ წერეთელში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები.  პროექტის სახელშეკრულებო თანხა 73 370 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4753
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4783
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031