15 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი - დასასვენებელი სკვერი მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ თემურ აბაზოვი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მარადისში მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოეწყო დასასვენებელი სკვერი, რომლისთვისაც თანხა 27 819 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოიღობა მავთულბადის ღობით, მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკი, გარე განათების ბოძები, მოსასვენებელი სკამები და ფანჩატური.
მოზარდებისთვის ფრენბურთის მოედანი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათამშო კუთხე.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მერმა სოფელ მარადისში დასრულებული სკვერი მოინახულა
15 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4907
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
426
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28817
იან 09 ორშ 2017
28374
აგვ 30 სამ 2016
30382
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28087
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728