9 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ასევე, ინფრასტრუქტურული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მოინახულა. პროექტის დიდ მასშტაბებზეა გათვლილი, სასმელი წყლით მომარგადება 17 სოფელი და ისარგებლებს 2533 აბონენტი ( სულადობა 8612) პროექტის განხორციელებით გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან(რგპფ) თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 233 322 ლარი.
ამავე დღეს მერმა იმირში არსებული სასმელი წყლის სატუმბი სადგურიც მოინახულა.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მერმა სოფელ იმირში მიმდინარე სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშოები მოინახულა
10 იან 2018
მნახველთა რაოდენობა: 4639
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15604
აპრ 22 შბ 2017
28828
იან 09 ორშ 2017
28382
აგვ 30 სამ 2016
30391
აგვ 27 შბ 2016
29676
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25733