მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

ქალაქ მარნეულში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
20 აპრ 2017
 

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩისა და 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე, №5 საჯარო სკოლის წინ ტერიტორიაზე, ეწყობა რკინის დეკორატიული ღობე და ბაზალტის ბორდიულები, ასევე იგება ასფალტის საფარი. პარალელურად მიმდინარეობს 26 მაისის ქუჩის ღობის აღდგენითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც აშენდა რკინა ბეტონის კედელი, რომელზეც მოეწყობა დეკორატიული ღობე. განახლდა ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოს ამორტიზირებულ ღობეც. ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 74, 827 ლარი გამოიყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6465
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4888
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930