მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
23 ოქტ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს (კვირა) 12:00 საათზე, სოფელ წერაქვში იმართება გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოჩენილი მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრებიან, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას.
მწერლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძებაში მონაწილეობას ადგილობრივრივი შემოქმედებითი ჯგუფები და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები მიიღებენ, რომელებიც გააცოცხლებენ ჯავახიშვილის გამორჩეულ რომანებს და ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მარნეულელი მხატვარის მანუჩარ პაპიძის პერსონალური ნამუშევრები და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ფოტოების გამოფენა. 
პარალელურად მოწყობილი და გამოფენილი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქის დროინდელი სოფლისა და ქალაქის ეთნო-კუთხეები. ამასთანავე, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ მოეწყობა წიგნების გამოფენა. 
აღსანიშნავია, რომ დღესასწაული ჯავახიშვილობა, სოფელ წერაქვში, ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნებოდა, თუმცა სამწუხაროდ 1991 წლიდან ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. წელს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ეს დღესასწაული აღდგა.

 

 

 
 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4159
 
 
 
ანონსი
მაი 23 ორშ 2022
1547
აგვ 18 სამ 2020
3107
სექ 13 პარ 2019
4282
სექ 07 შბ 2019
4010
იან 31 ხუთ 2019
4892
ნოემ 06 სამ 2018
5075
თებ 16 პარ 2018
5093
დეკ 14 ხუთ 2017
5691
ნოემ 20 ორშ 2017
6510
ნოემ 13 ორშ 2017
5668
ოქტ 03 სამ 2017
5838
სექ 12 სამ 2017
5508
ივნ 29 ხუთ 2017
5698
ივნ 23 პარ 2017
5731
მაი 15 ორშ 2017
5793
აპრ 20 ხუთ 2017
5960
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930