2017 წლის 3 ივნისს, ქ.მარნეულში,სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგ საქართველოში“, 10:00 საათიდან, გაიმართება თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი 2001–2003 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟებს შორის.
შეჯიბრის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად.
შეჯიბრება ვაჟთა შორის 55კგ, 60კგ, 66კგ, 73კგ და 73+კგ წონით კატეგორიებში, გუნდურ პირველობაში გაიმართება. ჩემპიონატზე იასპარეზებენ გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის წარმომადგენელი ახალგაზრდა ძიუდოისტები.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი წარმოადგენს 20000 ლარს, რაც გუნდებს შორის მიღწეული შედეგების მიხედვით გადანაწილდება.
ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, წარმომადგენლები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციიდან, მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს უკვე მეშვიდედ იმართება. ჩემპიონატის მიზანს თენგიზ ნავერიანის ხსოვნის უკვდავყოფა, ძიუდოს პოპულარიზაცია, ძიუდოს კლუბური სისტემის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს.
ანონსი
მარნეულში გაიმართება თენგიზ ნავერიანის სახელობის ტურნირი ძიუდოში
02 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6318
სიახლეები

















