მარნეულის მუნიციპალიტეტი, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან უერთდება ევროპის სპორტულ კვირეულს.
მოგახსენებთ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი ორგანიზაციებს შორის, მინი ფეხბურთში.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, მარნეულის მუნიციაპლიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. (ან გამოგზავნილი იქნას ელექტრონულ მისამართზე marneulis.sporti@gmail.com).
ანონსი
განცხადება
13 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3974
სიახლეები

















