მიმდინარე წლის 9 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდება 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება 12:30 საათზე სოფელ თამარისში გაიხსნება, 13:00 საათზე კი სოფელ წერეთელში გადაინაცვლებს, რომელშიც მონაწილეობას ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ, სადაც ლექსებითა და სიმღერებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც გადაიხდიან.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრება.
ანონსი
მარნეულში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
07 აპრ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5399
სიახლეები

















