სიახლეები
ამა წლის 6 ნოემბერს, ააიპ ,,მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით პოლონეთის საელჩოს მდივანი ერჟე რჟანოვსკი შეხვდა მარნეულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებს, არასამთავრობო სექტორსა და თვითმმათველობის წარმომადგენლებს
08 ნოემ 2013
14:00 საათზე, მარნეულის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ბატონი ერდჟი შეხვდა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• ზრდასრულთა განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• სკოლამდელი განათლება;
• ინკლუზიური განათლების დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები;
• „დღის ცენტრი“-ს შექმნის აუცილებლობა.
15:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში, ბატონი ერდჟი ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ მერაბ თოფჩიშვილს, საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ისპანდიარ ქერიმოვს, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ცენტრის დირექტორს ბატონ ტოფიკ გაჯიევს. მათ განიხილეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პრობლემები, დასახეს გადაჭრის გზები და ისაუბრეს სოფლებში ბაღების დაარსების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მოიძიებენ ახალი ბაღის დასაფუძნებლად ადგილს, შენობას, შეაფასებენ მას და შესთვაზებენ პოტენციურ დონორს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს.
შეხვედრების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“.
{AG}06.10.2013-polonetis-elchi{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2935
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
37
აპრ 03 ოთხ 2024
794
აპრ 22 ოთხ 2020
15923
აპრ 22 შბ 2017
29174
იან 09 ორშ 2017
28736
აგვ 30 სამ 2016
30712
აგვ 27 შბ 2016
29992
სექ 02 პარ 2016
28432
აგვ 26 პარ 2016
27917