სიახლეები
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
09 ოქტ 2014
შეხვედრაზე „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამის წარმომადგენელმა დავით მიქელაძემ დამსწრეთ პროექტის შესახებ დეტალური ინფომაცია მიაწოდა. მისი თქმით პროექტის მიზანი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორებზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნაა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში.სამუშაო შეხვედრაზე თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებს საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობის შეფასების მიზნით წინასწარ განსაზღვრული კითხვები დაურიგდათ.როგორც დავით მიქელაძემ განაცხადა, თვითშეფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუმენტი თვითმმართველ ერთეულს შესაძლებლობას მისცემს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, მოახდინოს თავისი საქმიანობის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კითხვების (ინდიკატორების) მიხედვით, შეისწავლოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლების, შესაბამის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებისა და ზოგადად, მოქალაქეების შეხედულებები და მოსაზრებები თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტურობასა და შედეგიანობასთან დაკავშირებით. თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელი იქნება იმ საყურადღებო საკითხებისა და რეკომენდაციების გამოვლენა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს თვითმმართველი ერთეულის მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და სხვადასხვა მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა.
{AG}2014.10.09-samushao.shekhvedra.usaid{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 3034
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
602
აპრ 22 ოთხ 2020
15762
აპრ 22 შბ 2017
28995
იან 09 ორშ 2017
28547
აგვ 30 სამ 2016
30553
აგვ 27 შბ 2016
29812
სექ 02 პარ 2016
28252
აგვ 26 პარ 2016
27753
აგვ 30 სამ 2016
25873
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |