სიახლეები
გამგეობამ ადგილობრივ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
04 ოქტ 2014
გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, თავდაპირველად სოფელ სადახლოს ეწვია, სადაც სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის შეწირული საქონლის ხორცი დაახლოებით 250 შეჭირვებულ ოჯახს დაურიგეს. სოფელ კიროვკასა და სოფელ ზემო სარალში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების - გოიჩა მუსაევისა და ქეინან გუსეინოვის ოჯახებიც მოინახულეს და საჩუქრად ეტლები და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.„მარნეულის გამგეობის სახელით, გულითადად ვულოცავ ყურბან- ბაირამის დღესასწაულის დაწყებას არამარტო მარნეულში, არამედ მთლიანად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს. ვუერთდები მათ სიხარულს და თითოეულ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას.“ - განაცხადა მარნეულის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.
{AG}2014.10.04-yurban.bairami{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2847
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
601
აპრ 22 ოთხ 2020
15761
აპრ 22 შბ 2017
28993
იან 09 ორშ 2017
28544
აგვ 30 სამ 2016
30552
აგვ 27 შბ 2016
29812
სექ 02 პარ 2016
28250
აგვ 26 პარ 2016
27751
აგვ 30 სამ 2016
25873
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |