სიახლეები
მარნეულში კონკურსის „თურქვიზიონის” მონაწილე გამოავლინეს
04 ოქტ 2014
ღონისძიებას მარნეულის გამგეობის ხელმძღვანელი პირები, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.ღონისძიების ორგანიზატორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.„მოხარული ვარ, რომ კონკურსის საბოლოო შესარჩევი ტური მარნეულში იმართება. წარმატებებს ვუსურვებ კონკურსის თითოეულ მონაწილეს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გამგეობა ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ღონისძიებებს, რომლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება."-აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.კონკურსანტებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს პრემიერ მინისტრის თანაშემწემ სავალარ მირზოევმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალმა."თურქვიზიონის“ შესარჩევი ტურები საქართველოს თურქულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში - დმანისში, გარდაბანსა და მარნეულში 25, 26 და 27 სექტემბერს ჩატარდა.მუსიკალური კონკურსი "თურქვიზიონი" არის ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებენ თურქულენოვანი ხალხები. კონკურსი ტელეარხი "თურქული მუსიკალური გაერთიანების" (TMB) პროექტია და იგი ყოველ წელს იმ ქალაქში ტარდება, რომელიც აირჩევა თურქული სამყაროს დედაქალაქად. წელს კონკურსი "თურქვიზიონი" რუსეთის ფედერაციის ქალაქ კაზანში ჩატარდება.საქართველოში კონკურსისთვის შესარჩევ ტურებს ორგანიზებას TMB-სთან თანამშრომლობით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი უწევდა.
{AG}2014.10.04-turq.vizini{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2748
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
600
აპრ 22 ოთხ 2020
15760
აპრ 22 შბ 2017
28991
იან 09 ორშ 2017
28543
აგვ 30 სამ 2016
30549
აგვ 27 შბ 2016
29812
სექ 02 პარ 2016
28247
აგვ 26 პარ 2016
27749
აგვ 30 სამ 2016
25873
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |