მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობის თათბირი 30.09.2014
30 სექ 2014
 
შეხვედრის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ  საკითხს, მარნეულის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა წარმოადგენდა. გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, სს ენერგო-პრო ჯორჯიას  წარმოადგენელისგან  პრობლემის დროული აღმოფხვრა ითხოვა.თათბირზე სპეციალურად მოწვეულმა სს ენერგო-პრო ჯორჯიას  მარნეულის მომსახურების ცენტრის მთავარმა ინჟინერმა გია გიორგაძემ თათბირის წევრებს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მიზეზი განუმარტა: „ბოლო ერთი თვის განმავლობაში  ელექტროენერგიის გახშირებული გამორთვა კერძო დაწესებულებებში მომხდარი ელექტროავარიებისა და სამი ფიდერის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე   სამუშაოების გამო გვიწევს. ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს და ეს პრობლემა უახლოს მომავალში მოგვარდება.“თათბირზე აქტუალური იყო სოფლებში სასმელი წყლის გამრიცხველიანების საკითხი, სადაც შპს სოფ.წყალის დირექტორმა ბადრი ქველაძემ ინდივიდუალური გამრიცხველიანების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მხრივ სოფლებში არსებული მდგომარეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს გააცნო. მას გამგებლისგან დაევალა, შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის რაციონალურად გადაწყვეტას.გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თათბირის მონაწილეებს გამგეობაში ახლად   ჩამოყალიბებული სამსახურის შიდა აუდიტის უფროსი გიორგი გელაშვილი წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ეთერ გამთენაძემ  ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მალარიის დავაადების გავრცელების პრევენციის მიზნით,  სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდათ მარნეულის ბაგა-ბაღებს,   საცხოვრებელ სახლებსა და  კორპუსის სადარბაზოებს. გამგეობის თათბირზე  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საშტატო ნუსხის განსაზღვრის  საკითხზე იმსჯელა, რათა დაგეგმილი კონკურსის  შემდეგ, შტატების რაოდენობა ზუსტად განისაზღვროს სამუშაოთა აღწერილობებთან მიმართებაში. გამგებლის შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან 30 სექტემბერს გამართულ გეგმიურ თათბირს, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უძღვებოდა, დაესწრო გამგებლის თვრამეტივე წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში. თათბირზე ძირითადი ყურადღება ზამთრის სეზონისთვის მზადებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო. შპს „ხრამ-დებედა“–ს აუზის სისტემური სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ  სარწყავი არხების რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პროცესს მხოლოდ მოძველებული ტუმბოები აფერხებს. სხვა მხრივ, სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯუმბერ შუბითიძემ დამსწრეთ გააცნო 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული აგროდაზღვევის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები და აღნიშნა, რომ გამგებლის მხარდაჭერით სადაზღვევო კომპანია უკვე თანამშრომლობს ხუთასამდე საშუალო და მსხვილ ფერმერთან. გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ დღეიდან მომავალი წლის ბიუჯეტზე იწყება მუშაობა და ყველა სამსახურების უფროსებს თხოვა განაცხადების დროულად წარდგენა. გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა შეაჯამა განვლილი კვირის მონაცემები და ყურადღება გაამახვილა რიგ საკითხებზე: შეშის ვაუჩერების დროულად გაცემა, სოფლებში საბავშვო ბაღებისა და  ამბულატორიების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის მიყვანა ყველა ოჯახამდე.გამგებელმა მოუწოდა ყველა თანამშრომელს, გაააქტიურონ უშუალოდ ხალხთან კომუნიკაცია, რათა დროულად გახდეს ცნობილი გამგეობისთვის თითოეული ოჯახის პრობლემა  და  მას მოყვეს  სრულფასოვანი  რეაგირება.გამგებელმა აზერბაიჯანელი ხალხის ტრადიციული დღესასწაულის კურბან ბაირამობის მზადებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოახლოებული ზეიმის ღირსეულად ჩატარების  ხელშეწყობის აუცილებლობას. {AG}30.09.2014-gamg.tatbiri.samsaxuris.ufrosebtan{/AG} {AG}30.09.2014-gamg.tatbiri.warmomadgenlebtan{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2746
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031