მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის გამგეობაში რეგიონალური ნაგავსაყრელის პროექტზე იმსჯელეს
25 სექ 2014
 
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის დამუშავების ამჟამინდელ ორ ძირითად ვარიანტზე იმსჯელეს და მის  დადებით და უარყოფით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილვის საგანს  თვითმმართველობების მიერ მისაღები სესხის ოდენობა წარმოადგენდა, თუ რამდენად აისახება  ადგილობრივი  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე აღებული ვალდებულების დაფარვა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომელიც შემუშავების სტადიაზეა, ქვემო ქართლის ხუთი მინიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი-წყაროსა და წალკისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამის რეგიონალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგავსაყრელის აშენებასა  და ამავე მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვებასა და მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს.  ნაგავსაყრელის მშენებლობა  მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი იალღუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.„ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი შემუშავების სტადიაშია, ჯერ მხოლოდ  პროექტის კონცეფცია არსებობს. ამ ეტაპისთვის  პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება,  გარემოსდაცვითი  და სოციალური ანალიზი მიმდინარეობს. დღევანდელი საკონსულტაციო  შეხვედრა საინტერესო და აუცილებელი იყო, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრების დროს ვისმენთ მოსაზრებებს, რომლებიც შემდგომ დეტალურად განიხილება.“- განაცხადა პროექტის ეკოლოგიურ-სოციალურმა ექსპერტმა მაია გაჩეჩილაძემ.პროექტის ეკოლოგ-ინჟინერმა დოქტორმა  კრის  სტოკსმა ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შერჩევასა და მისი ეკოლოგიური უსაფრთოხების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოხდა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება  რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების პრევენციას შეუწყობს ხელს.„გარემოს დაბინძურების  ხარისხიდან გამომდინარე, ახალი ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელება აქტუალური საკითხია. რადგან ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობას ვაპირებთ, გარემოპირობებიცა და  ეკოლოგიური მოთხოვნებიც ევროსტანდარების შესაბამისად მოგვეთხოვა. ამიტომ, ეს პროექტიც ზუსტად ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტების დაცვას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას. რადგან პროექტი შესწავლის სტადიაშია, განიხილება მისი როგორც დადებითი,  ისე უარყოფითი მხარეები. პროექტი იხვეწება და მალე  სასურველ შედეგამდე მივალთ.“- აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ. {AG}25.09.2014-axali.nagavsayreli.proeqt{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2782
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2034
სექ 19 სამ 2023
2306
ივლ 05 ოთხ 2023
2454
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031