მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობის თათბირი 23.09.2014
24 სექ 2014
 
თათბირზე   შპს „სოკარ  ჯორჯია გაზის“ დირექტორის მრჩეველი  ისააკ ნოვრუზოვიც იმყოფებოდა, რომელმაც  დამსწრეთ  მარნეულის სოფლებში ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობა გააცნო. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოჯახების გაზიფიცირება  მარნეულის მუნიციპალიტეტის შვიდ  სოფელში მიმდინარეობს,  ხოლო რვა სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა უკვე დასრულებულია და იგეგმება  ცენტრალური მაგისტრალიდან ქსელის მონტაჟისა და ინდივიდუალური გამრიცხველიენების სამუშაოები. ხოლო იმ სოფლებში, რომლებსაც აქამდე  ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა, გაზიფიცირების საქმისწაროებისთვის  აუცილებელია  მოსახლეობის  ერთობლივი განცხადება. მარნეულის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა  ისაუბრა მიმდინარე პერიოდში ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობების შესახებ   და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. გამგებელმა ყურადღება გაამახვილა ქალაქის დასუფთავებისა და ქალაქში მცხოვრებლებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის საკითხზეც და შესაბამის სამსახურს მისი დეტალურად  შესწავლა და  კონტროლი   დაავალა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის  განვითარების,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  მშენებლობის სამსახურის უფროსმა ლერი ფანგანმა  ქალაქსა და სოფლებში მიმდინარე და  დაგეგმილ  ინფრასტურქტურულ პროექტებზე ისაუბრა.  მისი ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში      66 პროექტი  შესრულებულია, ხოლო დანარჩენი პროექტების განხორციელება  ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული  ყველა  პროექტი გეგმიურად  სრულდება.გამგებელმა თათბირზე სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად განსაკუთრებული  ყურადღება გაამახვილა კულტურის სფეროზე.  მან შესაბამის  სამსახურს მოუწოდა, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების  დაგეგმისა  და განახორციელებისკენ, რათა  ამ მიმართულებით მაქსიმალურად  მოხდეს  ახალგაზრდების დაინტერესება.გამგებელი მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების  საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის  ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს  ტოფიკ გაჯიევს მოუსმინა. ტოფიკ გაჯიევის  განცხადებით, რამოდენიმე სკოლამდელ  სააღმზრდელო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება,  თუმცა ბავშვთა მრავალრიცხოვანი კონტიგენტის გამო, არსებული ბაგა-ბაღის შენობების სიმცირე კვლავ პრობლემად რჩება.ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ნოემბრის დასაწყისში ჩატარდება კონკურსი, რომლის შემდეგაც  ყველა ვაკანტური თანამდებობა შეივსება. {AG}23.09.2014-gamgeobis-tatbiri{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2820
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031