მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასკოლო ლიგის ქვემო ქართლის ჩემპიონი მარნეულის გუნდი გახდა
29 ივნ 2023
 

სასკოლო ლიგის   ქვემო ქართლის  ჩემპიონი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით „ქვემო ქართლის სასკოლო ლიგა 2023“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ოცმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი  მინი  ფეხბურთში  საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა. სადაც გამარჯვება ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

 ფინალური მატჩი გარდაბნის მინი საფეხბურთო მოედანზე მარნეულის  N6 სკოლასა და კრწანისის სკოლას  შორის გაიმართა. მატჩი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 512
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
503
 
     
    სიახლეები
    2023 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930