მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
10 მაი 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და პროექტის ქვემო ქართლის პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი  ესწრებოდნენ.

 

პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რაც უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.

 

აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS EPER Georgia-ს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 245
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
984
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930