მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას შეუერთდა
03 მაი 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას შეუერთდა

„ფონდი კავკასია ნიდერლანდების სამეფო კულტურის და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით და ევროპის ფესტივალების ასოციაციის მიწვევით, მარნეულის დელეგაციამ, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში  ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტზე მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 40-მდე ევროპული საფესტივალო ქალაქის მერს და 200 დელეგატს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს, სხვადასხვა კულტურულ და მხატვრულ აქტივობებს.

მემორანდუმზე ხელმოწერით, მარნეული შეუერთდა საფესტივალო ქალაქების პლატფორმას, რომლის წევრებიც არიან ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბელგრადი, ედინბურგი, კრაკოვი, ლუბლიანა, ჟირონა და სხვა.

აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა აქტივობის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე გაავრცელოს ინფორმაცია, კულტურის და ტურიზმის კუთხით გააცნოს მსოფლიოს მუნიციპალიტეტი, მოიზიდოს დაფინანსება/გრანტები და ითანამშრომლოს ევროპის საფესტივალო ქალაქებთან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღავნლი დავით ჭიკაძე, მერის თანაშემწე ქამრან კირიაკოვი და საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თეონა ფარჯიანი.

დელეგატები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ  ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტს იან ბრიერსს, ევროპის ფესტივალების ასოციაციის გენერალურ დირექტორს კეთრინ დევენტერს, ფონდ Castell de Peralada-ს პრეზიდენტს იზაბელ სუკე მატეუს და დირექტორს ორიოლ აგილას, ჟირონას მერს მარტა მარინასს, პერალადას მერს პერე ტორენტის. განხილულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის დამეგობრების პერსპექტივები ევროპულ ქალაქებთან, რაც მუნიციპალიტეტს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 253
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
984
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930