მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია
24 აპრ 2023
 

მარნეულს ოფიციალური  ვიზიტით პოლონეთიდან დელეგაცია ეწვია

 ვიზიტის ფარგლებში  გმინა კობილნიცის მერი ლეშეკ კულინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვის საკითხები, კერძოდ, დაგეგმილია ქ. მარნეულის N 3 საბავშვო ბაღში მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია. პროექტს პოლონური მხარე განახორციელებს.

დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს N 3 საბავშვო ბაღის შენობა და განიხილეს მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით  თანამშრომლობენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 359
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
984
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930