მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამწვანების აქცია მარნეულში
04 აპრ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს.

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის  მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, ნერგების დარგვის პროცესში  მიიღეს მონაწილეობა.

გამწვანებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 114 ნერგი შეიძინა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ (შპს „აგრონეტი“ ) 50 ნერგი მერიას საჩუქრად გადასცა.

„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ნერგები მარნეულში სხვადასხვა ადგილზე დასარგავად. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების კამპანიას, სადაც უშუალოდ ჩართული ვიქნები“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3054
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2339
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930