მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
09 მაი 2021
 

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფულადი ჯილდო გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანებს სასაჩუქრე კალათები პირადად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და მერის მოადგილემ კენან ომაროვმა გადასცეს.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს, განსაკუთრებით კი მარნეულში მცხოვრებ სახელოვან გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. ქედს ვიხრით თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1145
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930