შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, გამგეობის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.შეხვედრაზე მოსახლეობას წარედგინათ მათ ზონაში დანიშნული კოორდინატორები, რომლებიც თემთან აქტიურად იმუშავებენ და მოსახლეობას დაეხმარებიან პროექტის წერაში. დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეებს განემარტათ თუ, რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორ განხორციელდა გასულ წელს და რა სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის. ასევე, მოქალაქეებს შეხვედრის ორგანიზატორებმა გააცნეს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ რეგულაციები და აუხსნეს პროექტის წერის პრინციპები. შეხვედრის ბოლოს მოქალაქეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, სადაც ჩამოწერეს მათ თემში არსებული პრობლემები და ისაუბრეს თუ, რომლის განხორციელებას ისურვედნენ და დაასაბუთეს რატომ.აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს პროექტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2017 წლის სამოქალაქო ბიუჯეტში.შეხვედრები ორი დღის განმვალობაში ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებისათვის და დასრულდება კვირას, 3 ივლისს. მოქალაქეს პროექტი შეუძლია წარმოადგინოს 30 ივლისამდე.
სამოქალაქო ბიუჯეტი
2017 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
01 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 6816
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
959
აპრ 03 ოთხ 2024
1579
აპრ 22 ოთხ 2020
16739
აპრ 22 შბ 2017
30052
იან 09 ორშ 2017
29549
აგვ 30 სამ 2016
31443
აგვ 27 შბ 2016
30699
სექ 02 პარ 2016
29274
აგვ 26 პარ 2016
28661