პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ადგილობრივი კოორდინატორების ტრენინგი, რომელიც ხვალ დასრულდება.
კოორდინატორების დატრენინგებას პოლინელი ექსპერტები უზრუნველყოფენ, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მსმენებლებს, თუ როგორ უნდა იმუშაონ თემთან და როგორ უნდა უზრუნველყონ პროექტის ეფექტური განხორციელება და ა.შ
ტრენინგის მიმდინარეობას, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილიც გაეცნო, რომელმაც პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა და მისი მხრიდან პროცესის წარმატებით განხორციელებაში, სრული მხარდაჭრერა აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად, სადაც პროექტის პარტიონერების მხრიდან გამოიყო ამდენივე ადგილობრივი კოორდინატორი, რომელიც პროექტის ეფექტურ განხორციელებას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას უზურნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს წარმატებით დაინერგა. პროექტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებას იძლევა. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
გასულ წელს, პროექტის ფარგლებში სულ შემოვიდა 49 საპროექტო განაცხადი, რომელთაგან 2016 წელს განხორციელდება 34 პროექტი. ამ ეტაპისათვის კი პროექტების უმრავლესობა არის ექსპლუატაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
პარტნიორები არიან:
პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“(Other Space Fundation);
ა(ა)იპ „ერთიანი კავკასია“;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;