მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი

 

პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში ადგილობრივი კოორდინატორების ტრენინგი დასრულდა
30 ივნ 2016
 

დღეს, 30 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში ადგილობრივი კოორდინატორების ტრენინგის მეორე ეტაპი დასრულდა.

ლოკალურ კორდინატორებს ტრენინგის მეორე ეტაპზე, თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პრინციპები, მათი როლი, პროექტის განხორციელების ეტაპები, ვადები, თანხების გადანაწილებისა და პროექტის განაცხადის წარდგენის გზები გააცნეს.
ტრენინგის მიმდინარეობისას კორდინატორებისთვის, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებიც ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კოორდინატორების დატრენინგება პოლონელმა ექსპერტებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და პროექტში ჩართულმა კვალიფიციურმა პირებმა უზრუნველყვეს, რომლებმაც მსმენელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ უნდა იმუშაონ თემთან და როგორ უნდა უზრუნველყონ პროექტის ეფექტური განხორციელება.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში.
პარტნიორები არიან:
პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7016
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი
ივლ 01 პარ 2016
7367
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930