მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი


***

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისმოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა და 2019 წლის პირველ მარტამდე დასრულდება. პროგრამისთვის  პროექტები შეირჩევა  უშუალოდ მოსახლეობის  გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე და მუნიციპალიტეტების სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია და მისი ოდენობა ქვეყნის მასშტაბით 20 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც დასაფინანსებელი პროექტები არის განსაზღვრული. მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საერთო თანხიდან გამოყოფილია 616 000  ლარი, რომელიც მოსახლეობის მიხედვით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს, განაცხადების მიღება შესაძლებელია 14 იანვრის ჩათვლით, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულში ან მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში  ჩატარდება.

 საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №08 05.01.2019

საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მხედვით - ბრძანება №21 11.01.2019 (№8 ბრძანებაში ცვლილების შესახებ)

საპროექტო წინადადებების ფორმები (.docx)

***

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეები


 
 
2019 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930