მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეებმა მე–6 ზონის პროექტები აირჩეს
02 სექ 2016
 

დღეს, 02 სექტემბერს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მე–6  ზონის,  რომელშიც შედის სადახლოს, ხოჯორნის, ოფრეთისა და ახკერპის  ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, რომელიც ასევე ხელმძღვნელობს პროექტის ფარგლებში შექმნილ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერ საბჭოს,  პროექტის ავტორები, „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრები, აქტიური მოქალაქეები და სხვა დაინტერესბული პირები.
შეხვედრაზე  გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაპატაძემ, დამსწრე აუდიტორიას გააცნო პროექტის შედეგები, უპასუხა მათ შეკითხვეს და დეტალურად განუმარტა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

შეხვედრაზე, მოქალაქეებმა „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრებთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია აქტიური მოქალაქეებისაგან, განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პროექტები და კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს ის პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით მეექვსე ზონიდან სულ შემოვიდა 28 საპროექტო განაცხადი, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 9 პროექტი: 
1 პროექტი გავიდა  სოფ.მოლა–ოღლიდან;  ხულდარა - 2; თაზაქენდი - 1; ბურმა - 1;  ცოფი - 1;  ხოჯორნი - 1; გიულბაღი - 1; ახკერპი - 1; 
სამწუხაროდ მე–6 ზონაში შემავალლი ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან წელს არცერთი პროექტი არ შემოსულა.
იხილეთ მოქალაქეთა მიერ არჩეული პროექტები (PDF)
იხილეთ მე–6 ზონაში შემოსული პროექტების სრული სია (PDF)

 
 
მნახველთა რაოდენობა: 10920
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930