საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებებისა და კონსულტაციების გამართვა 9 თებერვლიდან დაიწყება.
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც დაფინანსდება.(პროექტების ჩამონათვალი)
მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №73). ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, 2026 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმილ შეხვედრებში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
(საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღი და დრო - სოფლების მიხედვით - გრაფიკი)
ამასთან, საპროექტო წინადადებების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით municipaliteti@marneuli.gov.ge შევსებული სპეციალური ფორმის სახით (ფორმა).
2026 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 1 232 000 ლარია გამოყოფილი.